პიკის საათი - სულხან-საბა ორბელიანის დღემდე უცნობი ხელნაწერი ვატიკანის არქივში
პიკის საათი - სულხან-საბა ორბელიანის დღემდე უცნობი ხელნაწერი ვატიკანის არქივში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ვატიკანის კათოლიკური განათლების კონგრეგაციას შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და კათოლიკური განათლების კონგრეგაციის პრეზიდენტმა ჯუზეპე ვერსალდმა მოაწერეს.

ეს საქართველოსა და ვატიკანს შორის თანამშრომლობის დოკუმენტურად დადასტურებული პირველი შემთხვევაა, რაც მხარეებს შორის განათლებისა და მეცნიერების სფეროებში კომუნიკაციის გაღრმავებას შეუწყობს ხელს. საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ვატიკანის არქივს შორის თანამშრომლობის შედეგად  ქართველი მკვლევრები დღემდე უცნობ ქართულ ხელნაწერებზე მუშაობას შეძლებენ.

ქართული დელეგაციის წევრებს ვატიკანის არქივში დაცული, საქართველოს სახელით გრიფირებული, ხუთი სქელტანიანი საქაღალდის ნახვის საშუალება მიეცათ, სადაც სულხან-საბა ორბელიანის დღემდე უცნობი ხელნაწერი, წმინდა ქეთევან დედოფლის წამებისა და მისი წმინდა ნაწილების გადაბრძანების ისტორია, მეფე გიორგი XI წერილი ხელრთვითა და სხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტები აღმოჩნდა. არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ამავე საცავში დაბინავებული ეკატერინე ჭავჭავაძის პირად არქივში ნიკოლოზ ბარათაშვილის პორტრეტიც უნდა მოიძებნოს.

რესპონდენტი: ნუნუ მიცკევიჩი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე

 

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი