პიკის საათი - სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე
პიკის საათი - სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე

15 ოქტომბერს სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე აღინიშნება. გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 2008 წელს დაფუძნებული საერთაშორისო დღე აღიარებს სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს  სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.

გაეროს განვითარების პროგრამისთვის, სოფლად მცხოვრებ ქალთა ხელშეწყობა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პანდემიის დროს ამ საქმიანობამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგან ქალები ზოგადად და, კერძოდ, სოფლად მცხოვრები ქალები განსაკუთრებული წნეხის ქვეშ აღმოჩნდნენ. გაიზარდა არა მხოლოდ შინ შრომასთან დაკავშირებული დატვირთვა, არამედ, ხშირ შემთხვევაში, სოფლად მცხოვრებ ქალებს მათი ოჯახების ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაც მოუხდათ.  ამ ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების გათვალისწინებით, UNDP პანდემიის პირველივე დღეებიდან სოფლად მცხოვრებ ქალთა მიზნობრივ მხარდაჭერას ახორციელებს.

სტუმარი: გვანცა ირემაშვილი – გაეროს  განვითარების პროექტის „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ ოფიცერი.

სატელეფონო ჩართვა: ნინო ხარჩილავა –  შშმ პირი მარტვილიდან.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: