პიკის საათი - სოციალური ქსელების ზეგავლენა
პიკის საათი - სოციალური ქსელების ზეგავლენა

უმეტესობა ჩვენგანის ინსტაგრამი სავსეა ფიტნეს მოდელებით, ეგზოტიკური მოგზაურობებითა და ისეთი იდეალური მომენტებით, რომლებიც ჩვენ (შედარებით) მოსაწყენ ცხოვრებასთან თანხვედრაში არ არის. კვლევები მიუთითებს, რომ ამით გამოწვეულ უკმაყოფილებას ხშირად ისეთ პრობლემებამდეც მივყავართ, როგორიც არის, მაგალითად, შფოთვა, დეპრესია, უძილობა და საკუთარი სხეულით უკმაყოფილება. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებში შეიმჩნევა,რადგან სოციალურ ქსელებს ყველაზე აქტიურად სწორედ ისინი მოიხმარენ.

სტუმარი: ნინო ახალაია -ფსიქოთერაპევტი.