პიკის საათი - სკოლის ლიდერობის კონკურსი
პიკის საათი - სკოლის ლიდერობის კონკურსი

სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსი განათლების კოალიციის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით ტარდება. სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი დირექტორების რეგისტრაცია ვებგვერდზე – www.efageorgia.ge – 29 ოქტომბრიდან 16 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ამის შემდეგ კი, კონკურსანტთა შერჩევის სამეტაპიან პროცესს 17 წევრისგან დაკომპლექტებული საბჭო წარმართავს. 2019-2020 სასწავლო წლის ბოლოს, სკოლის ლიდერობის ეროვნული კონკურსის შედეგად, საუკეთესო სკოლის დირექტორს გამოავლენენ და გრანპრის სახით 5000 ლარს გადასცემენ, მისი  სკოლა კი პროექტების განსახორციელებლად 30 000 ლარს მიიღებს.

სტუმრები: ირინა ხანთაძე – განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე, გიორგი ჭანტურია – განათლების კოალიციის დირექტორი, რეზო აფხაზავა – პოლიტიკის ანალიზის ოფიცერი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: