პიკის საათი - ,,სხვა უდაბნოს საიდუმლო“
პიკის საათი - ,,სხვა უდაბნოს საიდუმლო“

,,ახალგაზრდა, მომხიბვლელი ქართველი მწერალი ქალი ეგვიპტეში მიემგზავრება. უცხო, უჩვეულო და ანდამატივით მიმზიდველი სამყარო მას მოულოდნელობებით ხვდება. მთავარი მოულოდნელობა კი ახოვანი, ვერცხლისფერთვალებიანი ბედუინია, რომელიც ტელეეკრანიდან გადმოსულ აღმოსავლელ გმირს ჰგავს. თამთას მოგზაურობა იქცევა თავბრუდამხვევი, წარმოუდგენელი მოვლენების დინებად, რომელიც ძირფესვიანად ცვლის მის ცხოვრებას. იდუმალი, ამოუცნობი სილამაზითა და ხიფათით სავსე სამყარო – უკიდეგანო საჰარა, არაბ ბედუინთა სამფლობელო, სადაც უძველესი კულტურების გზები გადაიკვეთა; ტანჯვა, ცრემლი და ტკივილი; მოულოდნელად, უდაბნოს ქარიშხალივით მომსკდარი გრძნობა და დიდი ბედნიერება – ამ ყველაფერს ავტორის უშრეტი ფანტაზიის წყალობით ვეზიარებით.”

სტუმარი: ია კარგარეთელი – მწერალი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: