პიკის საათი - „სინესთეზია“
პიკის საათი - „სინესთეზია“

ეს ექსპერიმენტულ-პერფორმატიული პროექტი ორ ძირითად ფორმას: ვიზუალურ და სმენით სინესთეზიას აერთიანებს. პერფორმანსის ფარგლებში, ყველაფერი იმპროვიზაციასა და სპონტანურობაზეა დამოკიდებული. ამ შემთხვევაში, მხატვრობა და მუსიკა ერთმანეთისთვის ფონის ფუნქციას არ შეასრულებს; კონკრეტულ დროსა და სივრცეში გაცვლილი იმპულსებით, ხელოვანები იქცევიან ერთ ორგანიზმად. პერფორმანსის ხანგრძლივობა ისევე განუსაზღვრელია, როგორც მისი საბოლოო შედეგი.

„სინესთეზია“ ახალ ქიმერიონში, რუსთაველის თეატრის გვირაბში შესრულდება, ხოლო მაყურებელი ამავე თეატრის მცირე დარბაზში დამონტაჟებული ეკრანის საშუალებით, პირდაპირი ეთერით იხილავს.

სატელეფონო ჩართვა: ლევან სონღულაშვილი – მხატვარი, მულტიმედიური, ვიდეო და ინსტალაციების არტისტი, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და სახელოვნებო პროექტებს მართავს ამერიკისა და ევროპის მასშტაბით.