პიკის საათი - „შვიდკაცა“ - დაუსრულებელი ფილმის ამბავი
პიკის საათი - „შვიდკაცა“ - დაუსრულებელი ფილმის ამბავი

წელს, ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით, სოსო ჩხაიძის მრავალსერიანი მხატვრული ფილმი „შვიდკაცა“ დასრულებულ სახეს მიიღებს. რეჟისორი ფილმზე 1979-1987 წლებში ტელეფილმების სტუდიაში მუშაობდა, კინოსურათის დასრულება კი არ დასცალდა. პოსტ-პროდუქციის პროცესი არსებული მასალის აღდგენას, ხმის გაწმენდას, ფერთა კორექციას, დიალოგების ნაწილის ჩაწერას, მონტაჟის დასრულებას, ტიტრებისა და სუბტიტრების დამზადებას გულისხმობს.

ჩანაწერში მოისმენთ ელენე ტუშურის სიუჟეტს, რომელიც ფილმის ამბავს მოგვითხრობს. ფილმის გადაღების უშუალო მონაწილე ანზორ ერქომაიშვილი კი 42 წლის წინ დაწყებულ ამბავს სიამაყით იხსენებს.

რესპონდენტი: ნანა ზურაბიშვილი – ფილმის პროდიუსერი.

სტუმარი: ანზორ ერქომაიშვილი – ფოლკლორისტი, ხელოვნების მუშაკი, საგუნდო დირიჟორი, ხალხური სიმღერების შემკრები, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის საპატიო მოქალაქე, ხელოვნების ქურუმი.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი