პიკის საათი - შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა
პიკის საათი - შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით შექმნილმა კომისიამ, რომელსაც ფილოლოგი ვალერი ასათიანი უხელმძღვანელებს, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა.

პრემია ენიჭება პირს ლიტერატურის, მუსიკის, კინოხელოვნების, თეატრალური ხელოვნების, სახვითი ხელოვნების ან არქიტექტურის დარგში შექმნილი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებისათვის, რომლის მხატვრულმა ღირსებებმა საერთო ეროვნული აღიარება მოიპოვა და განმსჭვალულია პატრიოტიზმის, თავისუფლებისა და ჰუმანიზმის ზოგადსაკაცობრიო იდეალებით.

პრემია 3 წელიწადში ერთხელ  გაიცემა.

სატელეფონო ჩართვა: ვალერი ასათიანი – შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის კომისიის ხელმძღვანელი, ფილოლოგი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი