პიკის საათი - შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი სტამბოლში
პიკის საათი - შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი სტამბოლში
  • „როცა შეუძლოდ ვარ, საკმარისია ქართველმა დამირეკოს და უკეთ ვხდები!“ – გვიზიარებს ორჰან ბერიძე,  რომელიც 1890-იან წლებში, რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, ბათუმიდან თურქეთში გადასახლებული ქართველების მეოთხე თაობაა. მან 45 წლის ასაკში ისწავლა ქართული და სტამბოლში შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრი დააფუძნა. ცენტრის ინიციატივით, სტამბოლში დაიწყო და ისტორიულ ჰერეთში დასრულდა ,,ვეფხისტყაოსნის“ ხელით გადაწერა. მუდმივად იმართება შეხვედრები ემიგრანტებთან, პოეზიის საღამოები და ქართულ კულტურულ ცხოვრებასთან დაკავშირებული სხვა არანაკლებ საინტერესო შეხვედრები.

სატელეფონო ჩართვა სტამბოლიდან: ორჰან ბერიძე – შოთა რუსთაველის სახელობის კულტურის ცენტრის დამფუძნებელი სტამბოლში

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: