პიკის საათი  - „შენ მარტო არ ხარ“ /„You are not alone“ - რადიოპრემიერა
პიკის საათი - „შენ მარტო არ ხარ“ /„You are not alone“ - რადიოპრემიერა

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, სანდრა გადელიას სიმღერის რადიოპრემიერა  საქართველოს რადიოს  გადაცემაში „პიკის საათი“ შედგა .

სანდრა გადელიას სიმღერაზე კომპოზიტორმა, გიგა კუხიანიძემ იმუშავა. სიმღერის ტექსტი კი თემო საჯაია ს ეკუთვნის. სიმღერის სახელწოდებაა You are not alone (შენ მარტო არ ხარ)

2020 წლის საბავშვო ევროვიზია 29 ნოემბერს, ვარშავაში გაიმართება. ევროფესტივალში 12 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გამო წლევანდელი საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. შოუს ტრანსლირება ვარშავის სტუდიიდან მოხდება, მონაწილეები კი საკონკურსო სიმღერას საკუთარი ქვეყნის სტუდიებში შეასრულებენ.

სატელეფონო ჩართვა: გიგა კუხიანიძე – კომპოზიტორი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: