პიკის საათი - საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ქიმიის 54-ე  საერთაშორისო ოლიმპიადაზე  ჩინეთში
პიკის საათი - საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება ქიმიის 54-ე  საერთაშორისო ოლიმპიადაზე  ჩინეთში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა წარმატებით იასპარეზეს ქიმიის (IChO 2022) 54-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე, რომელიც წელს დისტანციურად გაიმართა ჩინეთში. ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები გუნდი 1 ვერცხლის, 2 ბრინჯაოს მედლითა და 1 დიპლომით დაჯილდოვდა. ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა ქეთევან პერანიძე – სსიპ – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლე; ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდნენ – არჩილ ბენაშვილი – სსიპ – თბილისის პირველი ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მოსწავლე და ლიზი დარჩია – სსიპ – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლე; დიპლომი გადაეცა ნიკოლას ჯორჯ მეტრეველს – სსიპ – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლე.

ქიმიის საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებში საქართველოს ნაკრები გუნდების შერჩევა და მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივითა და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ადმინისტრირებით ხორციელდება.

გუნდის ლიდერია ელიზბარ ელიზბარაშვილი, თანალიდერი – ვახტანგ კურცხალია და ასისტენტი- თინათინ ბუთხუზი.

სტუმრები: თიკა ბუთხუზი – ქიმიის მასწავლებელი; ქეთევან პერანიძე –  სსიპ – აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა -მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის მოსწავლე

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: