პიკის საათი – საქართველოს დამოუკიდებლობა საფრანგეთის დიპლომატიურ დოკუმენტებში
პირველად საქართველოს ისტორიაში, ქართულ საზოგადოებას საშუალება ეძლევა იხილოს საფრანგეთის დიპლომატიური არქივიდან შერჩეული უნიკალური დოკუმენტები, რომლებიც იმჟამინდელი საფრანგეთის დამოკიდებულებასა და ინტერესს ავლენენ კავკასიასა და საქართველოში დამოუკიდებლობის პერიოდში მიმდინარე მოვლენების მიმართ. როგორ მოხვდა აღნიშნული მასალა საქართველოში და რისი წაკითხვაა შესაძლებელი დოკუმენტებში?
გადაცემის სტუმარი: შორენა ციცაგი – გამოფენის კოორდინატორი