არც მოვლენებზე წერს, არც კონკრეტულ ვითარებებზე… უბრალოდ გამოხატავს სამყაროს, რომელიც ზოგისთვის საინტერესოა და ზოგისთვის – ნაკლებად.
ჩემს სამყაროში განუწყვეტლივ წვიმს და შუაღამეაო, გაგვიზიარა, მაგრამ ვერ მიუგნია რატომ…
„ასე მგონია, საქანელა, შენ ინახავ ჩემს საიდუმლოს,
გაგიმხილე და დამავიწყდა –
გათავისუფლებ ყველა ფიცისგან, რომელიც დავდეთ.
დროა გასული. ძაფი გამიწყდა, თოვლი დადნა,
და აი, თურმე, რანაირია მომავალი –
შენ მიტოვებული საქანელა ხარ, მე – ალკოჰოლიკი.
გთხოვ, ნუ ირწევი, საკმარისია!“
სტუმარი: თემურ ელიავა – პოეტი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
