პიკის საათი - „სადგურებს შორის“
პიკის საათი - „სადგურებს შორის“
  • ,,თუ მაინცდამაინც შედარებაზე მიდგა საქმე, ნატო ინგოროყვას პოეზიას მაღალი მოდის ჩვენებას შევადარებდი. ჩვენებას, რომელზე წარმოდგენილ ტანისამოსსაც დღესვე, ქუჩაში ან წვეულებაზე ვერ ჩაიცვამ, დინოზავრივით გამოჩნდები ადამიანებს შორის, მაგრამ ეს წარმოდგენა მოდის სამყაროს უკარნახებს, რა უნდა ეცვას მთელ მსოფლიოს რამდენიმე თვის, ან სულაც წლების შემდეგ“ – ასე ეხმიანება დათო გორგილაძე ნატო ინგოროყვას ახალ წიგნს, „სადგურებს შორის“, რომელსაც მკითხველი 26 სექტემბერს გაეცნობა.
  • ამავე ჩანაწერში მოისმენთ ინფორმაციას ლიტერატურული კონკურსის „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებელისთვის“-  შესახებ, რომლის გამარჯვებულებიც 30 სექტემბერს გამოვლინდება.

სტუმარი: ნატო ინგოროყვა – პოეტი; მთარგმნელი; ჟურნალ  „მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთი „mastsavlebeli.ge“-ის რედაქტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.