პიკის საათი - საბერძნეთი - 200 წელი დამოუკიდებლობის პირობებში
პიკის საათი - საბერძნეთი - 200 წელი დამოუკიდებლობის პირობებში

საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღე არა მხოლოდ ეთნიკურად ბერძნების დღესასწაულია. ამ დღეს აღნიშნავს ყველა, ვინც ბერძნულ კულტურას, როგორც თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის აკვანს, სცემს პატივს.

კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ინიციატივით, საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლითავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს  ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს.

საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობენ თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, საბერძნეთის განათლებისა და რელიგიურ საქეთა მინისტრის მოადგილე ანგელოს სირიგოსი,  კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორი თინა დოლიძე, აკადემიკოსი რისმაგ გორდეზიანი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთის რესპუბლიკაში დავით დონდუა, საბერძნეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დიმიტრის კარაბალისი და  მეცნიერები და სტუდენტები.

2021 წლის 25 მარტს თბილისის ანძა ბერძნული დროშის ფერებში განათდება.

სტუმარი: ირინა დარჩია – კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკის და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: