პიკის საათი - ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (SOVLAB ) 10 წლისაა
პიკის საათი - ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (SOVLAB ) 10 წლისაა

2010 წლის 30 მარტს მოქალაქეთა ჯგუფმა „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ დააფუძნა. 10 წლის შემდეგ იგი კვლავ ინარჩუნებს ფორმასა და იდეას – თავისუფალმა მოქალაქეებმა და პასუხისმგებლობის გრძნობითა და სამეცნიერო ეთიკით აღჭურვილმა მკვლევრებმა ერთად და უშიშრად შეისწავლონ მძიმე წარსულის აკრძალული და დაკარგული სურათები, საერთო მეხსიერებაში დააბრუნონ ტოტალიტარიზმის მსხვერპლთა ხმები და ხელი შეუწყონ ამ წარსულის კრიტიკულად გააზრებას – მისი ნეგატიური ზეგავლენის გაცნობიერებისა და დაძლევისათვის.
იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო და ჩვენი ქვეყანაც პანდემიას ებრძვის და საჯარო ცხოვრება შეჩერებულია, ლაბორატორიამაც მოკრძალებით წარადგინა  ათწლიანი შრომის შედეგები. თუმცა, მათი საქმიანობა მეტ ყურადღებას საჭიროებს.

სატელეფონო ჩართვა:  ირაკლი ხვადაგიანი – ,,საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: