პიკის საათი - საახალწლო საბავშვო სიმღერები
პიკის საათი - საახალწლო საბავშვო სიმღერები

საბავშვო მუსიკის სპეციფიკის გამო, ამ ჟანრში მუშაობას ბევრი მუსიკოსი არიდებს თავს. თუმცა, არიან  ადამიანები, რომლებსაც ბავშვებისთვის განკუთვნილ ტექსტებსა და მუსიკაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

მაია ჩხეიძე და ჟენია ჭავჭანიძე დღემდე წერენ სიმღერებს ბავშვებისა და მოზარდებისთვის. ცოტა ხნის წინ, მუსიკოსებმა გამოსცეს სასწავლო სანოტო კრებული „არდადეგები“. ალბომს ახლავს დისკი, რომელზეც სიმღერების სრულ ვერსიებს მინუს ფონოგრამებიც ახლავს, რაც სიმღერის შესწავლის მსურველს საკუთარი შესაძლებლობების მოსინჯვის საშუალებას აძლევს.

სტუმრები: ჟენია ჭავჭანიძე და  მაია ჩხეიძე – კომპოზიტორები.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: