პიკის საათი - რუსა მანველის მუსიკა
პიკის საათი - რუსა მანველის მუსიკა

გართობის მიზნით, შემიძლია გავრეპო კიდეც – ამბობს ადამიანი, რომელსაც მუსიკის გარეშე არც კი ახსოვს თავი. მუსიკოსების ოჯახში გაიზარდა. 4 წლიდან გიტარას ეუფლება, მოგვიანებით მის ცხოვრებაში ვიოლინოც გაჩნდა… უყვარს ჯაზი, როკ-ბალადები და თითქმის ყველაფერი, რაც ხარისხიან მუსიკად იწოდება.

3 ოქტომბერს,  რუსა მანველს ფესტივალის „ჯაზი და ღვინო კახეთში“ ფარგლებში მოუსმენთ.

სტუმარი: რუსა მანველი – მუსიკოსი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: