პიკის საათი - „როიტერი“ 170 წლისაა
პიკის საათი - „როიტერი“ 170 წლისაა

205 წლის წინ დაიბადა ცნობილი მეწარმე და ჟურნალისტი პოლ როიტერი, რომლის სახელსაც  საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ დაარსება უკავშირდება. 1851 წელს შექმნილი სააგენტო თავდაპირველად მხოლოდ ბირჟის ამბების გაშუქებით იყო დაკავებული. დროთა განმავლობაში საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ მრავალპროფილური და უფრო მასშტაბური გახდა და დღეს უკვე 14 000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული 197 ბიუროში.

დავით ჩხიკვიშვილი 28 წელია მუშაობს სააგენტოში,  რომელიც ყოველთვის  მაღალი სანდოობით გამოირჩეოდა.

სატელეფონო ჩართვა: დავით ჩხიკვიშვილი – საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ოპერატორი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: