პიკის საათი - როგორ ვასწავლოთ ოკუპაციის თემა მოზარდებს?
პიკის საათი - როგორ ვასწავლოთ ოკუპაციის თემა მოზარდებს?

„პიკის საათისა“ და ინტერნეტგაზეთ  mastsavlebeli.ge-ის თანამშრომლობით დაგეგმილი საუბრების ციკლიდან.

„დადგა თებერვალი – ეს თვე, სამწუხაროდ, ქვეყნის ბედის ჩარხის უკუღმა დატრიალებასთან არის დაკავშირებული. ხშირად ვფიქრობ საქართველოზე 1921 წლის ოკუპაციის გარეშე. ხშირად მიჩნდება კითხვა – როგორი ქვეყანა ვიქნებოდით დღეს, თავიდან რომ აგვერიდებინა „გაწითლება“? – ჯერ საკუთარ თავს კითხა და შემდეგ უკვე მოსწავლეებთან სცადა ამავე თემაზე საუბარი. მიზნად არა დემოკრატიული მთავრობის მიერ დაშვებული შეცდომების, დამარცხების მიზეზებისა და საბრძოლო მოქმედებების სიღრმისეული ანალიზი, არამედ იმ მარტივად ადაპტირებადი რესურსის შექმნა დაისახა, რომელიც საგაკვეთილო პროცესში თემის გასაშლელად დაეხმარებოდა.

სტუმარი: თემურ სუყაშვილი – ქ. მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების, გეოგრაფიისა და ისტორიის მასწავლებელი;2018 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულის წევრი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: