პიკის საათი - „რისი თქმაც მინდოდა“
პიკის საათი - „რისი თქმაც მინდოდა“

– გამომცემლობა „პეგასის“ ახალ გამოცემებში ყურადღებას იქცევს „ეგვიპტური მითები“ სერიიდან მსოფლიო მითოლოგიის ბიბლიოთეკა, რომელიც გიორგი კაკაბაძემ შეკრიბა და გამოსაცემად მოამზადა. წიგნში შესული ზღაპრები სიუჟეტურად ქართულ ზღაპრებს წააგავს და ამით განსაკუთრებულად საინტერესო ხდება. რაც ეხება მითებსა და ლეგენდებს, სამყაროს შექმნიდან მთავარი თუ მეორეხარისხოვანი ღმერთებისა და ეგვიპტელი გმირების ყოველდღიურობამდე ბევრ საყურადღებო ამბავს წაიკითხავთ.

„ადამიანი უნდა ეცადოს ავტონომიური და სრულიად დამოუკიდებელი იყოს. ეს მის თავისუფლებას განსაზღვრავს! ადამიანმა ისე უნდა იცხოვროს, რომ ღმერთს არ ეხვეწებოდეს!“ გიორგი კაკაბაძის ლიტერატურული ესეების კრებული „რისი თქმაც მინდოდა“ ერთი ეტაპია იმ მასშტაბური ჩანაფიქრისა, თუ როგორია ავტორის დამოკიდებულება ლიტერატურისადმი.

სტუმარი: გიორგი კაკაბაძე – მწერალი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: