პიკის საათი – „რე-ანიმაცია“

12:37, 22.03.2019
-0:00

საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრი ცხრა მოკლემეტრაჟიანი ქართული მულტფილმის ჩვენებას 22-დან 29 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს. „რე-ანიმაცია“ – ასე ჰქვია ანიმაციური ფილმების ციფრული აღდგენის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მულტფილმების ეტაპობრივ აღდგენას, ორიგინალური სახის შენარჩუნებას, მაღალი ხარისხის ასლების დამზადებასა და მათ პოპულარიზაციას. „რე-ანიაცია“ საქართველოს ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ერთობლივი პროექტია.

სტუმრები: გიორგი კაკაბაძე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოფოტოფონო-დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორი,

გიორგი ხარებავა – „ქართული ფილმის“ დირექტორი.

წამყვანი: ლანა ბლიაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

  

მსგავსი