პიკის საათი - რამაზ გიორგობიანი - 75
პიკის საათი - რამაზ გიორგობიანი - 75

როგორიც იყო ეკრანზე, ისეთივე სუფთა, კეთილი და ფიქრიანი ადამიანი იყო ცხოვრებაში. ის რომ ყოფიერს და მანკიერს ვერაფერს ეგუებოდა, გადაიტანა კიდეც უკვე საკუთარ ფილმებში. დასანანია, რომ მან, როგორც რეჟისორმა ვერ მოასწრო რეალიზება.

რამაზ გიორგობიანმა 1971 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა, ხოლო 1979 წელს.შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი

გადაიღო სადიპლომო მხატვრული ფილმი – „მეუღლე მარო, ძმისწულები კაკო და შოთა“ (1979); სატელევიზიო მხატვრული ფილმი – „თითქმის ორი თვე“ (1980); სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – „მოდი ვილაპარაკოთ“ (1986); გადაღებულია ფილმებში: „გიორგობის თვე“ (1966), „ქოლგა“ (1967), „სერენადა“ (1969), „ადამი და ევა“ (1969), „სამკაული სატრფოსათვის(1971), „მხიარული რომანი“ (1972), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983); მსახიობი, კინორეჟისორი.

სატელეფონო ჩართვა: ეკა ქუთათელაძე – მსახიობი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: