პიკის საათი - „რადიოგიდი“ - საქართველოს უზენაესი სასამართლო
პიკის საათი - „რადიოგიდი“ - საქართველოს უზენაესი სასამართლო

საქართველოს უზენაეს სასამართლოში „მართლმსაჯულების მუზეუმი“ ორი სივრცისგან შედგება, საექსპონატო დარბაზში  ძველი ქართული სამართლის ძეგლებია გამოფენილი, ასევე განთავსებულია ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ისტორიისა და იმ ცნობილი საზოგადო მოღვაწეების შესახებ, რომელთაც ქართული სამართლის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით. მუზეუმის მეორე ნაწილი კი პირვანდელი სახით შენარჩუნებულია, ისტორიული „N 1 დარბაზი“, სადაც გახმაურებული პროცესები იმართებოდა, მათ შორის ე.წ. „თვითმფრინავის გამტაცებელთა“, მხედრიონელთა და სხვათა საქმეები.

რესპონდენტები: ხათუნა ჩარკვიანი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ლუარა ჟანტურია – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულების მუზეუმის ხელმძღვანელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: