პიკის საათი - რა სარგებლობა მოაქვთ წიგნებს?
პიკის საათი - რა სარგებლობა მოაქვთ წიგნებს?

სატელევიზიო ფორმატის ორიგინალური ქართული თამაში, რომელიც წიგნიერების პოპულარიზაციას რამდენიმე პროექტით ემსახურება. „წიგნების თარო“ საქართველოს 6 ქალაქს ესტუმრება. 31 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით, თელავში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ახალგაზრდული პროექტის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ გადაცემის შემოქმედებით ჯგუფს შეხვდნენ, გაეცნონ პროექტის სიახლეებს, ითამაშონ საჯარო ფორმატით „წიგნების თარო“, დასაჩუქრდნენ სპეციალური პრიზებით და დაესწრონ საინტერესო ლექციებს.

რესპონდენტები: ალექსანდრე ლორთქიფანიძე„წიგნების თაროს“ წამყვანი,

თორნიკე კობალაძე„წიგნების თაროს“ მთავარი სცენარისტი.

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი