უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად აეროფოტოგრაფიაც განვითარდა და დღითიდღე უფრო ხელმისაწვდომი ხდება ფართო საზოგადოებისთვის. ახალი თაობის უპილოტო საფრენი აპარატები (დრონები) და მასზე დამონტაჟებული ციფრული კამერები, საშუალებას გვაძლევს, მარტივად და ოპერატიულად მივიღოთ მეტი ინფორმაცია დედამიწის ზედაპირზე არსებული ობიექტების შესახებ.
გის აკადემია წარმოადგენს კომპლექსური გეოინფორმაციული სისტემების შესწავლის საუკეთესო შესაძლებლობას ცოდნის რეალიზებისკენ მიმავალ გზამდე.
სტუმრები: ზურაბ ლაოშვილი – სამხედრო გეოგრაფიის დოქტორი, პროფესორი,
ანი ირემაშვილი – დოქტორანტი, გის აკადემიის თანადამფუძნებელი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
