პიკის საათი - ქეთევან სადღობელაშვილის „ინტერვიუები“
პიკის საათი - ქეთევან სადღობელაშვილის „ინტერვიუები“

წიგნში თავმოყრილი ინტერვიუები სხვადასხვა დროს იბეჭდება გაზეთ „24 საათსა“ და ჟურნალ „ცხელ შოკოლადში“. პირველი ინტერვიუს გამოქვეყნებიდან დღემდე თითქმის 20 წელია გასული და დღესაც ისეთივე ინტერესით იკითხება, როგორითაც პირველად გაცნობისას.

ბიძინა კვერნაძე, გურამ დოჩანაშვილი, ჟანრი ლოლაშვილი, ბესიკ ხარანაული, ჭაბუა ამირეჯიბი, აკა მორჩილაძე, თამაზ ჩხენკელი, პიკო ნიჟარაძე, რეზო ჭეიშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ჯაბა იოსელიანი, რობერტ სტურუა, ტარიელ ჭანტურია, ანზორ ერქომაიშვილი, ჯიბსონ ხუნდაძე, რეზო ესაძე, გია ყანჩელი, ოთარ ჭილაძე, ლილი იოსელიანი, გოგი ალექსი-მესხიშვილი, თემურ ჩხეიძე და ელდარ შენგელაია – ეს ადამიანები ქმნიან ეპოქის უტყუარ, შეულამაზებელ სურათს და ამიტომ, ეს ინტერვიუები არ კარგავენ აქტუალობას. პირიქით, დრო კიდევ უფრო ძვირფასს ხდის ამ მატიანეს. ძალიან ცოტას თუ შეუძლია, რესპონდენტი დაიმეგობროს. ეს არ არის კითხვა-პასუხი, ეს ორი ადამიანის საუბარია მათთვის საინტერესო თემაზე.

სტუმარი: ბიძინა მაყაშვილი – ჟურნალისტი.

სატელეფონო ჩართვა: შორენა შავერდაშვილი – გამომცემელი („სეზან ფაბლიშინგი“).

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: