პიკის საათი – საქართველო ყველაზე პრესტიჟულ გასტრონომიულ ჩემპიონატზე!

11:54, 20.10.2020
-0:00

ისტორიაში პირველად, საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია „ოქროს ბოკუზის“  ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე წარსდგა!

სტავანგერის, ჟენევის, სტოკჰოლმის, ბრიუსელის, ბუდაპეშტისა და ტურინის შემდეგ, 2020 წლის 15 და 16 ოქტომბერს, Bocuse d’Or-ის ევროპის კონტინენტურ კონკურსს ტალინმა უმასპინძლა! საქართველო აღნიშნულ კონკურსში პირველად მონაწილეობს. ჩვენი ქვეყანა Bocuse d’Or-ის ოჯახის წევრი ოფიციალურად 2019 წელს გახდა, სწორედ წინა შემოდგომაზე შეირჩა გუნდი, რომელიც საქართველოს წარადგენს კონკურსზე, ესენი არიან: ერიკ სარქისიანი – შეფმზარეული, ირაკლი თოდაძე – მწვრთნელი, ლუკა ხინკილაძე – დამხმარე მზარეული და ბოკუს დორი საქართველოს პრეზიდენტი, ევროპის ჩემპიონატის ჟიურის ოფიციალური წევრი – ლევან კობიაშვილი.

ბოკუზ დორი 30 წლიანი ისტორიის მქონე მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული გასტრონომიული ჩემპიონატია, რომელიც თავს უყრის ოთხი კონტინენტის გამორჩეულად ნიჭიერ შეფ-მზარეულებს.

ჩემპიონატი ატარებს საფრანგეთის კულინარიის „პაპის,“ პოლ ბოკუზის სახელს, რომელიც უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს გასტრონომიული სამყაროს ისტორიაში. სწორედ მას უკავშირდება ბოკუზდორის ჩემპიონატის შექმნა და უმაღლესი ჯილდო – „ოქროს ბოკუზი.

ბოკუზდორის ფინალი 2 წელიწადში ერთხელ საფრანგეთის გასტრონომიულ დედაქალაქ ლიონში ტარდება, სადაც რამდენიმე ეტაპიანი შიდა შესარჩევი ტურის შემდეგ, კონკურსანტები უმაღლესი ჯილდოს – „ოქროს ბოკუზის მოსაპოვებლად იბრძვიან.

სტუმარი: ლევან კობიაშვილი – საქართველოს Bocuse D’or-ის პრეზიდენტი; ევროპის ჩემპიონატის ჟიურის ოფიციალური წევრი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

მსგავსი