პიკის საათი - ქართველი მოსწავლეების წარმატება EUCYS 2021-ის საერთაშორისო კონკურსში
პიკის საათი - ქართველი მოსწავლეების წარმატება EUCYS 2021-ის საერთაშორისო კონკურსში
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის  მოსწავლეთა გუნდი ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონკურსის, The European Union Contest for Young Scientists (EUCYS) 2021-ის ფინალში მოხვდა. ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის მოსწავლეთა გუნდის წევრებმა, ანასტასია ჩალაგაშვილმა და მარიამ მიქაძემ მიმდინარე წლის 17 სექტემბერს, ონლაინ რეჟიმში ცნობილი მეცნიერების საერთაშორისო ჟიურის, რომელსაც უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიიდან დოქტორი ატილა ბორიჩი ხელმძღვანელობდა წარუდგინეს პროექტი, „ქსოვლის მოდიფიცირება კარბონის ნანონაწილაკების შემცვლელი ელექტროგამტარი კომპაუნდით ვირუსპროტექტორული თვისებების მისაღებად“, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე, პროფესორ თემურ ჩიჩუას ხელმძღვანელობით მომზადდა. პროექტი ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, სამედიცინო სამოსის ახალი, უფრო უსაფრთხო, ქსოვილის შექმნას შეეხებოდა.

სტუმარი: ანასტასია ჩალაგაშვილი – მეექვსე საავტორო სკოლის მოსწავლე

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

დატოვე კომენტარი