იაპონელი ჰაიატე სოტომე, რაგბის ჩემპიონატის მსვლელობისას, ქართველ ბორჯღალოსნებს ამომავალი მზის ქვეყანასთან კომუნიკაციაში ეხმარება. ეს არის ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ საქართველოში ჩამოვიდა და თსუ-ის ქართველოლოგიურ სკოლაში ქართულ ენას სრულყოფილად დაეუფლა. ამჯერად იგი სადოქტორო ნაშრომზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ, მანამდე, ანსამბლ „რუსთავის“ იაპონური ტურნეს პერიოდში, ჰაიატე სოტომე ქართველ მომღერლებს ეხმარებოდა.
სატელეფონო ჩართვა იაპონიიდან: ჰაიატე სოტომე – იაპონელი ქართველოლოგი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

