პიკის საათი - ქართველ მთარგმნელს იტალიის ღირსების ორდენი გადაეცა
პიკის საათი - ქართველ მთარგმნელს იტალიის ღირსების ორდენი გადაეცა

„სრულიად მოულოდნელი იყო და ძალიან მიხარია, რადგან ეს მართლა უმაღლესი ორდენია იმ ადამიანისთვის, ვისი არა მხოლოდ პროფესია, არამედ მთელი ცხოვრება სწორედ იტალიურ ენასა და ლიტერატურას უკავშირდება“ – ასე ეხმაურება მორიგ აღიარებას ქართველი მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე, რომელსაც იტალიის ღირსების ორდენი ქვეყნის პრეზიდენტმა მიანიჭა. ამ ჯილდოზე მისი კანდიდატურა საქართველოში იტალიის საელჩომ შარშან წარადგინა. ღირსების ორდენი 1947 წლიდან გაიცემა. ამჟამად მას „იტალიის ვარსკვლავის ორდენი“ ეწოდება და იტალიაში რიგით მეორე ხარისხის სამოქალაქო ორდენია.

შეგახსენებთ, რომ ხათუნა ცხადაძე ლიტერატურული პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატია ნომინაციაში „წლის საუკეთესო თარგმანი“ –  2015 წელს უმბერტო ეკოს რომანისთვის „პრაღის სასაფლაო“ და 2017 წელს უმბერტო ეკოს ნაწარმოებისთვის „ფუკოს ქანქარა.“

სატელეფონო ჩართვა: ხათუნა ცხადაძე – მთარგმნელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: