პიკის საათი - ქართული კალიგრაფია „მაშრიყით მაღრიბამდე“!
პიკის საათი - ქართული კალიგრაფია „მაშრიყით მაღრიბამდე“!

„დუბაიში ერთმანეთს პირველად შეხვდა ისტორიის უძველესი ფესვებიდან ამოზრდილი ორი ჯადოსნობა: ქართული და არაბული კალიგრაფია!“ – წერს ნესტან ბაგაური სოციალურ ქსელში. საქმე საერთაშორისო გამოფენაში „ექსპო 2020 დუბაი“ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ქართველი კალიგრაფების ლეილა ბაღბაიას, გიორგი გორგიაშვილის, ნინი იკაშვილისა და დავით მაისურაძის მონაწილეობას ეხება. კალმის ქართველ ვირტუოზებს თავის სახელოსნოში საგანგებოდ უმასპინძლა ირანელმა კალიგრაფმა და გრავირების დიდოსტატმა, ამირ ჰოსეინ გოლშანმა. ამჯერად, მასპინძელი მხარე  Ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის  კოლექციებს მხოლოდ საინტერესო გამოცემითა და სუვენირებით გაეცნო. მომავალში უკვე საქართველოში დაიგეგმება მასტერკლასები.

სტუმარი: ნესტან ბაგაური – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: