პიკის საათი - რუბრიკა „იდენტობა“ - ქართული კულტურის კვალი იორდანიაში
პიკის საათი - რუბრიკა „იდენტობა“ - ქართული კულტურის კვალი იორდანიაში

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლობითი ჯგუფი იორდანიაში ქართული ისტორიული და რელიგიური კვალის მიგნების შესაძლებლობებს განიხილავს.

იორდანიის სამეფოს კარაკის მხარეში, ისტორიული მდინარე არნონის (ამჟამინდელი ვადიმუჯიბი) ხეობაში შეჰანის ქართველთა მონასტერის კვალს ქართველ მკვლევარებთან ერთობლივად იორდანელი და ამერიკელი მეცნიერები შეისწავლიან. დაზვერვით ექსპედიციას, რომელშიც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგებთან ერთად იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტისა და აშშ-ს ორიენტალური კვლევების საერთაშორისო ცენტრის „აქორის“ სპეციალისტები შეადგენენ.

ისტორიული წყაროების მიხედვით, შეჰანის ქართველთა მონასტერი გაბრიელ თბილელის მიერ XI საუკუნეშია დაარსებული. ცნობილია, რომ მან თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ამ მონასტერში გაატარა. XI საუკუნის 60 იან წლებში აქვე დაიკრძალა იერუსალიმის ჯვრის ქართველთა მონასტერის დამაარსებელი გიორგი პროხორე. შეჰანის უდაბნო-მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის მეტოქს (ფილიალს) წარმოადგენდა.

სტუმრები: პაატა გაფრინდაშვილი – კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილე,

გიორგი გაგოშიძე – ხელოვნებათმცოდნე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კვლევის სამსახურის უფროსი.

წამყვანები: ლანა ბლიაძე და გიორგი სუხიტაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: