პიკის საათი - ქართული ფოლკლორის ორი თაობის საგალობელი
პიკის საათი - ქართული ფოლკლორის ორი თაობის საგალობელი

ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი, საქართველოს რადიოს წამყვანი, დავით ცინცაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე საინტერესო ამბავს აქვეყნებს: „ავთო თურქიას (ახალგაზრდა ლოტბარს) გავყევი აკეთში, ახლად შექმნილი მგალობელთა გუნდის მოსასმენად. მამა მიქაელი (მახარაძე) წირავდა. წირვის შემდეგ ცოტა ვისაუბრეთ და მამაოს აკეთელი დიდი მომღერლების ამბავი ვკითხე – ხუხუნაიშვილების საფლავი ხომ არ იცით სად არისთქო? მამაომ – ზუსტად არ ვიციო, მაგრამ გაგიგებო და დაავალა სტიქაროსანს საფლავები სმოკითხვა. მესმოდა, როგორ გულმოდგინედ რეკავდა თანასოფლელებთან სტიქაროსანი, რომ მომღერლების საფლავები ეპოვნა. მაგრამ, დაზუსტებით არავინ იცოდა სად ესვენა ეს დიდი ადამიანები…“

ჩანაწერში საშუალება გექნებათ ქართული ფოლკლორის ისტორიის უმნიშვნელოვანესი  გვარის  ამბავი გაიგოთ.

სატელეფონო ჩართვა აკეთიდან: დავით ცინცაძე – ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი; საქართველოს რადიოს წამყვანი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: