პიკის საათი - ქართული „ფანტაზია“ კროსვორდების ისტორიაში
პიკის საათი - ქართული „ფანტაზია“ კროსვორდების ისტორიაში

„პირველი კროსვორდის შექმნას მიაწერენ ვინმე ორუელს, რომელიც ციხეში იჯდა და ერთხელ გისოსებიდან შემოჭრილი სხივებით იატაკზე შექმნილი უჯრების ხილვაზე მოუვიდა იდეა სიტყვები ჩაეწერა მათში და ერთმანეთზე გადაეკვეთა… თუმცა, ამერიკელები ამტკიცებენ, რომ პირველი კროსვორდი 1913 წელს სწორედ მათს ქვეყანაში შეიქმნა და დაიბეჭდა… “ – წერს ალექსანდრე ელერდაშვილი. ადამიანი, რომელმაც გასული საუკუნის 90-იან წლებში კროსვორდების შედგენა დაიწყო და ეს ინტერესი მთელი 20 წელი გაგრძელდა. იმავე პერიოდის ნაყოფია გაზეთი „ფანტაზია,“ რომელიც კროსვორდის მოყვარულებისთვის მართლაც ოაზისი იყო.

სტუმარი: ალექსანდრე ელერდაშვილი – აღმოსავლეთმცოდნე; ირანისტი; მთარგმნელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: