პიკის საათი - ქართული ანბანის სამი სახეობის შრიფტის წარდგენა
პიკის საათი - ქართული ანბანის სამი სახეობის შრიფტის წარდგენა

„ანბანდიდი“, „გრაგნილი“ და „მედეა“ ის შრიფტებია, რომლებიც ქართული ხელნაწერების საფუძველზე შეიქმნა.

ასომთავრულს საფუძვლად დაედო IX საუკუნის გამორჩეული ხელნაწერი „ანბანდიდი სახარება“, ნუსხურს – XV საუკუნის კონდაკი „იოანე ოქროპირის ჟამისწირვა“, მხედრული შრიფტი კი XVII საუკუნის ძეგლის „იაზონისა და მედეას ამბავის“ მიხედვით შეიქმნა. შრიფტები ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის უსასყიდლოდ არის ხელმისაწვდომი.

პროექტი მიეძღვნა „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურის“ იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანიდან 5 წლის იუბილეს.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

დატოვე კომენტარი