პიკის საათი - ქართულ-ებრაული ურთიერთობების ახალი ეტაპი
პიკის საათი - ქართულ-ებრაული ურთიერთობების ახალი ეტაპი

1950 წლის 23 იანვარს იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად გამოცხადდა. ისრაელის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი განმარტავს, რომ საზეიმო განწყობილებების მიღმა ისრაელში აუშვიცის გათავისუფლებიდან 75-ე წელი აღინიშნება, რაც მსოფლიოს 42 ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის დასწრებით გამოიხატა. ჰოლოკოსტის V მსოფლიო ფორუმს, მსოფლიო ლიდერებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო. სალომე ზურაბიშვილმა, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, კულტურის მინისტრთან და ქალაქი იერუსალიმის მერთან ერთად, იერუსალიმში საქართველოს საპატიო საკონსულოს ახალი ოფისი გახსნა. საქართველოს პრეზიდენტმა რივა ბაბალიკაშვილი-ჩერნოვა ქართულ-ებრაული ურთიერთობების გაღრმავებისათვის, ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო გადასცა.

სატელეფონო ჩართვა ისრაელიდან: ლაშა ჟვანია – ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: