პიკის საათი - ქალი აღმოსავლურ სამყაროში
პიკის საათი - ქალი აღმოსავლურ სამყაროში

მუსლიმურ აღმოსავლეთში ქალის როლზე საუბარს ერთი აკადემიური ლექციაც კი არ ეყოფა. თუმცა, ჩანაწერში მოისმენთ მოსაზრებებს, რაც მსმენელს კონკრეტული ლიტერატურისაკენ უბიძგებს. ცხადია, ტრადიციულ სპარსულ პოეზიაში მნიშვნელოვანია სამიჯნურო თემა, სადაც ქალის როლი აღმატებულიცაა და გაღმერთებულიც. თანამედროვე სპარსულ პროზაში კი ქალთან დაკავშირებული საკითხების მთელი წყებაა, რაც რეაქციაა ქალების ემანსიპაციაზე, ქალის როლზე ოჯახსა და საზოგადოებაში, ფემინიზმზე… გარდა ამისა, ირანულ და არაბულ სამყაროში ბევრი ქალი მწერალია, რომლებიც სიღრმისეულად წერენ საკუთარ პრობლემებსა თუ სიკეთეზე.

სტუმარი: გიორგი ლობჟანიძე – აღმოსავლეთმცოდნე; პოეტი; მთარგმნელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: