პიკის საათი - პრემიერა რადიოთეატრის, ჯენის ჯოპლინისა და COVID19-ის თემაზე
პიკის საათი - პრემიერა რადიოთეატრის, ჯენის ჯოპლინისა და COVID19-ის თემაზე

წელს დიდი ბრიტანეთის რადიოდრამის საერთაშორისო ფესტივალში საქართველო სრულიად ორიგინალური და გამორჩეული ნამუშევრით შეუერთდა!  

საქართველოს რადიოს მსმენელს საშუალება აქვს მოისმინოს დრამატურგ მამუკა მაღულარიას სცენარის მიხედვით შექმნილი ნამუშევარი, რომელიც თოლიების, ჯენის ჯოპლინსა და COVID 19-ის უახლესი ვარიაციაა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ნუგზარ შატაიძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით შექმნილი რადიოსპექტაკლი „მოგზაურობა აფრიკაში“ დიდი ბრიტანეთის რადიოდრამის საერთაშორისო ფესტივალის (Uk Internarional Radio Drama Festival) გამარჯვებული გახდა.

სატელეფონო ჩართვა: ბაკო  ხვიჩიარადიოთეატრის რეჟისორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: