პიკის საათი - პრემიერა - „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ 
პიკის საათი - პრემიერა - „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ 

რეჟისორმა ბესო სოლომანაშვილმა ფილმი „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ დაასრულა. ფილმის ლიტერატურული პირველწყაროა თამრი ფხაკაძის ამავე სახელწოდების მოთხრობა, რომელიც 2004 წელს დაიწერა და პოპულარობაც იმთავითვე ხვდა წილად.

ნაწარმოები უკვე რამდენჯერმე დაიდგა სცენაზე. ეკრანიზაციის იდეა კი ლიტერატორი მეგობრების შემოქმედებითი ხედვის სიახლოვემ განაპირობა.

ნაწარმოების ავტორიც და რეჟისორიც გულისტკივილით აღნიშნავენ, რომ  საქართველოში 200 წელია ომის თემას აქტუალობა არ დაუკარგავს. შესამაბისად, მათი მიზანია ფილმი ფართო აუდიტორიამდე მივიდეს იმის საჩვენებლად, თუ ვინ არის ნამდვილი მტერი.

ჩანაწერში მოისმენთ სიმღერას, რომელიც სპეციალურად ფილმისთვის ჩაიწერა.

სტუმრები: ბესო სოლომანაშვილი – რეჟისორი,

თამრი ფხაკაძე – მწერალი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: