პიკის საათი - პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა
პიკის საათი - პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლა

1991 წლის 1 ივლისს საჩხერეში შეიქმნა იმერეთის სადროშო, შემდეგ უკვე მე-16 სამთო მსროლელი ბატალიონი, რომელიც პოლკოვნიკმა ბესიკ ქუთათელაძემ დააარსა. ბესიკ ქუთათელაძე 1992 წლის 13 ივნისს, გორში, რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან შეტაკების შედეგად დაიჭრა და გარდაიცვალა. დღეს უკვე მის სახელს ატარებს ქვედანაყოფი, რომელსაც მონაწილეობა აქვს მიღებული აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბრძოლო მოქმედებებში და 21 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს დაღუპული.

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმის გაგრძელება ითავა იმ დროისათვის გაერთიანებული შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსმა, ბესიკ ქუთათელაძის ძმამ, გენერალმა სამსონ ქუთათელაძემ. სწორედ მისი დამსახურებაა საჩხერის სამთო მომზადების სკოლის გამართული ინფრასტრუქტურა და ქვედანაყოფის პრესტიჟი.

2006 წლის 17 თებერვალი პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის დაარსების დღედ დადგინდა.

სტუმარი: თეიმურაზ გოგოლაძე – პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მასტერ სერჟანტი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: