პიკის საათი - პირველი არხი კრაკოვში
პიკის საათი - პირველი არხი კრაკოვში

„მიუხედავად ყველაფრისა, მათ სიმამაცე და სიამაყე არ დაუკარგავთ, რადგან თვლიან, რომ ეს ყველაფერი სამშობლოსთვის კეთდება. მათ ვერც სენტიმენტებს შენიშნავთ და ვერც აგრესიას“  – გაბრიელ ნაპოლეონე.

გაბრიელ ნაპოლეონეს უკრაინული ამბავი ესპანეთის ჰუმანიტარული დახმარების ცენტრიდან  დაიწყო. იქვე მომზადდა რამდენიმე რეპორტაჟი, მათ, შორის, გამორჩეული აქცენტით უკრაინელ ქალებზე.

პირველი არხის ჟურნალისტი ახლა უკვე  პოლონეთში, კრაკოვში ხვდება უკრაინიდან ჩასულ ადამიანებს და ამბობს, რომ უსახსროდ დარჩენილ ადამიანებთან პირისპირ შეხვედრა სულ სხვა ემოციური მდგომარეობაა.

მალე პირველი არხის შემოქმედებითი ჯგუფი ბერლინის ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე გახსნილი სატრანზიტო პუნქტიდან შემოგვთავაზებს რეპორტაჟებს.

პირდაპირი ჩართვა კრაკოვიდან: გაბრიელ ნაპოლეონე – პირველი არხის ჟურნალისტი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: