პიკის საათი - პირველად მსოფლიოში - ვოიაჯერის ქანდაკება საქართველოში!
პიკის საათი - პირველად მსოფლიოში - ვოიაჯერის ქანდაკება საქართველოში!

ამერიკის კოსმოსური სააგენტოს (NASA) მიერ ორი კოსმოსური ზონდის კოსმოსში გაშვებიდან  42 წლის შემდეგ, საქართველოში, კერძოდ, კოჟორში, ველნეს კურორტ „ბიოლის“ ტერიტორიაზე ვოაჯერისა და ქართული ხალხური სიმღერის  მონუმენტი დაიდგმება. იდეა მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ ნოვას პრეზიდენტ რამაზ ბლუაშვილს ეკუთვნის. მონუმენტის ავტორია მოქანდაკე მურაზ მურვანიძე.  იდეას მხარს უჭერს ნასას ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვოიაჯერის პროგრამის ხელმძღვანელი ჯონ კასანი, რომელმაც ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“ საკუთარი ხელით განათავსა რაკეტაზე. მხარდამჭერებს შორისაა ამერიკელი მწერალი, „კოსმოსის ისტორიკოსად“ წოდებული როდ ფაილი, აშშ-ის საელჩო საქართველოში და უჭერს აშშ-ის საელჩო საქართველოში და ეა. საქართველოში 1977 წელს კოსმოსში გაშვებული კოჟორშივოიაჯერისა და ველნეს კურორტ „ბიოლის“ დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე.

ვოიაჯერისა და ქართული ხალხური სიმღერის ქანდაკების გახსნა, 5 სექტემბრისთვის გადაიდო. ეს ის დღეა, როდესაც „ჩაკრულო“ კოსმოსში გაიგზავნა.

შეგახსენებთ, რომ ნასას ისტორიაში ყველაზე დიდი და პოპულარული პროექტი 1977 წელს განხორციელდა.  კოსმოსში გაიგზავნა ორი იდენტური ავტომატური კოსმოსური ზონდი – ვოიაჯერ 1“ და ვოიაჯერ 2.“ 2012 წლის 25 აგვისტოს ვოიაჯერ 1“ ადამიანის მიერ შექმნილი პირველი მოწყობილობა გახდა, რომელიც მზის სისტემას გასცდა.

სტუმარი: რამაზ ბლუაშვილი – მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ ნოვას პრეზიდენტი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: