პიკის საათი - PHOTO SMOG
პიკის საათი - PHOTO SMOG

დედამიწა ნაგვის რაოდენობას ვეღარ იტევს. საყოფაცხოვრებო ნარჩენები, ტანსაცმელი, კოსმეტიკა, ერთჯერადი მოხმარების ნივთები – ეს ყველაფერი ჩვენი ცხოვრების ნაწილია და თითოეული მათგანის გამოყენებით, ჩვენ დედამიწას ვაბინძურებთ.
ფოტოგრაფი ლევან ქაშიბაძე და „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ გეპატიჟებათ ინსტალაცია – ფოტოგამოფენაზე PHOTO SMOG.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოგრაფ ლევან ქაშიბაძის ფოტოპროექტი, რომელიც გვიჩვენებს კონტრასტს, თუ როგორია ე.წ. გლამურული ცხოვრება, როდესაც ირგვლივ ყველაფერი ნაგვითაა მოცული.

სატელეფონო  ჩართვა: თაკო როდონაია – „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ წარმომადგენელი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი