პიკის საათი - პაკო შველიძის „ჩუმი დიალოგი“
პიკის საათი - პაკო შველიძის „ჩუმი დიალოგი“

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზი მოქანდაკე პაკო შველიძის პირველ პერსონალურ ექსპოზიციას უმასპინძლებს. ხელოვანი ორიათეული წელია სკულპტურის დარგში აქტიურად მოღვაწეობს. 2000 წლიდან პაკო პირველად ქმნის თიხის მრგვალ ფიგურებს. მინიატურული ნამუშევრები, ფორმის სიმარტივით გამორჩეული ალუზიური სკულპტურული სახეები, უაღრესად ხალასი ექსპერიმენტებით ხასიათდება. მოქანდაკის მხატვრულ სივრცეში, გარდა თიხისა, აქტიურად შემოდის: მარლა, თაბაშირი, სამშენებლო თუ შესაფუთი – კარკასი/პენოპლასტი, ნაირნაირი მავთული თუ სხვა, რომელთაც იგი საკუთარი მხატვრული ენისა თუ ძიებების შესაბამისად იყენებს. გამოფენაზე ნაჩვენები იქნება ირაკლი ჩხიკვაძისა და გიორგი შველიძის ვიდეო-ინსტალაცია – ბუნებაში ავტორისეული წარმოდგენით განლაგებული ქანდაკებები.

სტუმარი: მარიამ (პაკო) შველიძე – მოქანდაკე.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: