პიკის საათი -  „ოსკარის“ პრემიის 2020 წლის ნომინანტები
პიკის საათი -  „ოსკარის“ პრემიის 2020 წლის ნომინანტები

ამერიკულმა კინოაკადემიამ „ოსკარის“ პრემიის ნომინანტები დაასახელა. ოსკარის 92-ე ცერემონიაზე წლის საუკეთესო ფილმის სტატუსის მოპოვებას ცხრა ფილმი შეეცდება.

– ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ნომინირებულები არიან: სინტია ერაივო, სკარლეტ იოჰანსონი, შარლი ზტერონი, რენე ზელვეგერი და სირშა რონანი.

– მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის სტატუსისთვის ნომინაციაში წარდგენილები არიან: ხოაკინ ფენიქსი, ადამ დრაივერი, ლეონარდო დიკაპრიო, ანტონიო ბანდერასი და ჯონათან ფრაისი.

– საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში დასახელდნენ: მარტინ სკორსეზე ფილმისთვის „ირლანდიელი“ქვენტინ ტარანტინო ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“, ჯო ჰობონგი ფილმისთვის „პარაზიტი“, სემ მენდესი ფილმისთვის „1917“ და ტოდ ფილიფსი ფილმისთვის „ჯოკერი“.

ნომინაციების რაოდენობით ლიდერობს „ჯოკერი“ – ფილმი 11 ნომინაციაში მოხვდა, ხოლო 10 -10 ნომინაციაში დასახელდნენ ფილმები „ერთხელ ჰოლივუდში“, „ირლანდიელი“ და „1917“.

ოსკარების რიგით 92-ე დაჯილდოება 9 თებერვალს, დოლბის თეატრში გაიმართება.

ავტორი: ნიკა ლობილაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: