პიკის საათი - „ოქროს ტალღა“ 2019
პიკის საათი - „ოქროს ტალღა“ 2019

„ოქროს ტალღა“ 2019 წლის 11 ივნისს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება. რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ მიერ ორგანიზებული წლის სიმღერის დაჯილდოების ცერემონია გამარჯვებულებს 15 ნომინაციაში გამოავლენს.

წელს, „ფორტუნას“ გადაწყვეტილებით, „ოქროს ტალღა“ ლეგენდარულ ქუინს ეძღვნება. შესაბამისი იქნება მუსიკალური ნაწილიც – „ოქროს ტალღის“ სპეციალური სტუმარი კანადელი მუსიკოსი მარკ მარტელია, რომელიც 2018 წლის ყველაზე პოპულარული ფილმის, „ბოჰემური რაფსოდიის ერთ-ერთი მონაწილეა, მან ფილმში ფრედი მერკურის რამდენიმე მუსიკალური პარტია შეასრულა და აღიარებულია, როგორც მერკურის სიმღერების საუკეთესო შემსრულებელი.

„ოქროს ტალღაზე“ ის ქუინის სიმღერებს შეასრულებს.

სტუმრები: თათა სადრაძე – ფესტივალის ორგანიზატორი,

ტრიო „ალილო“ლაშა ღლონტი, აჩიკო ბერიძე და სანდრო კობახიძე.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და გაგა აბაშიძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.