პიკის საათი - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“
პიკის საათი - „ოკუპირებული მემკვიდრეობა“

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს პუბლიკაცია „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ მიზნად  რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ანექსიის შედეგების მხოლოდ ერთ, კონკრეტულ სეგმენტში ჩვენებას ისახავს. ალბომში  „ოკუპირებული მემკვიდრეობა“ პირველად იხილავთ ერთად თავმოყრილ, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ საკულტო ნაგებობებს, რომელთა  უმეტესობის ფოტო პირველად ქვეყნდება. ალბომში, ასევე, პირველად იბეჭდება ოკუპაციის შემდგომი პერიოდის ფოტომასალა, სადაც მრავალი საკულტო ნაგებობების დღევანდელი მდგომარეობაა ასახული. ახალი ფოტო-ფაქტები ქვეყნდება საარქივო ფოტოებთან ერთად, რაც შედარებისა და ობიექტური დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა.

სტუმარი: ნინო ჭავჭავაძე – რელიგიურ საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს  სტრატეგიული კვლევის,  ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

 

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: