პიკის საათი - „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან - XIX-XXI საუკუნეები“
პიკის საათი - „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან - XIX-XXI საუკუნეები“

აშშ-ში გამოიცა ოთარ ჯანელიძის წიგნი „ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან – XIX-XXI საუკუნეები“.
გამომცემლობა „NOVA Science Publishers“. ნიუიორკი, 2021 წელი.

წიგნი, რომელიც 21 ნარკვევს აერთიანებს, მოიცავს სამხრეთ კავკასიისა და საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიის კარდინალურ საკითხებს.

ნაშრომის ერთ ნაწილში განხილულია რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობა XIX საუკუნის პირველ ნახევარში და ქვეყნის ინტერესების ევოლუცია კავკასიის რეგიონში; მეორე ნაწილი აღწერს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1918-1921 წლებს, გარე სამყაროსთან ურთიერთობას, ხოლო დანარჩენი ტექსტი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდში ქართული რეალობის გარკვეულ ასპექტებს ასახავს.

ნაშრომი ეფუძნება მრავალრიცხოვან პირველწყაროს, მათ შორის საარქივო დოკუმენტებს, პერიოდულ გამოცემებს, მემუარებსა და სპეციალურ ლიტერატურას. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ახლო წარსულითა და თანამედროვე რეალობით დაინტერესებული  მკითხველისთვის.

სატელეფონო  ჩართვა: ოთარ ჯანელიძე  – ისტორიკოსი; პროფესორი

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: