პიკის საათი - „ნამასტე, ყველაფერი კარგად იქნება!“
პიკის საათი - „ნამასტე, ყველაფერი კარგად იქნება!“

მწერალი ბესო ხვედელიძე მკითხველს მოთხრობების ახალ კრებულს „ქალაქურები, სოფლურები“ სთავაზობს. ეს მისი ოცდამეექვსე  წიგნია.

„გამოკეტილი არ ვარ, ურთიერთობებზე უარს არ ვამბობ, სამოგზაურო არეალიც დიდია. ადამიანები, სიტუაციები, მოსმენის უნარი… ეს არის საკვები. მადლობა ჩემს ცხოვრებას ამისთვის“ – ამბობს ბესო ხვედელიძე და ახალ წიგნს აანონსებს, რომელსაც ნეპალიდან დაბრუნების შემდეგ დაბეჭდავს.

„ცხოვრება გრძელდება, წერაც გრძელდება – ასეთია წერას ატანილი ცხოვრება!“

სტუმარი: ბესო ხვედელიძე – მწერალი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: